კონფიდენციალურობის პოლიტიკა
შპს ფარმარეა ინდასთრის
საიდენტიფიკაციო კოდი: 405610904
წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განმარტავს, თუ როგორ იცავს და ამუშავებს შპს „ფარმარეა ინდასთრის“ (შემდგომში – „კომპანია“, „ჩვენ“) თქვენს პერსონალურ მონაცემებს. კომპანია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ინფორმაციის უსაფრთხოებას და მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.
ჩვენი ვებგვერდი წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დანადგარებისა და ტექნოლოგიური ხაზების საინფორმაციო კატალოგს. ვებგვერდზე არ ხდება მომხმარებლის ანგარიშის შექმნა, ავტორიზაცია, ონლაინ შეკვეთების გაფორმება თუ ელექტრონული გადახდების მიღება. მიუხედავად ამისა, გარკვეული შემთხვევებში, თქვენს მიერ მოწოდებული ან ავტომატურად გენერირებული ინფორმაცია შეიძლება შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია სათანადოდ დავიცვათ.
1. ვისზე ვრცელდება ეს პოლიტიკა
პოლიტიკა ვრცელდება იმ ფიზიკურ პირებზე, რომლებიც:
- სტუმრობენ ჩვენს ვებგვერდს;
- გვიკავშირდებიან ვებგვერდზე ხელმისაწვდომი საკონტაქტო ფორმის საშუალებით;
- გვიგზავნიან ელფოსტას ან გვიკავშირდებიან ტელეფონით;
- გვიგზავნიან სამუშაოსთან, თანამშრომლობასთან ან კომერციულ კითხვა-პასუხთან დაკავშირებულ ინფორმაციას.
თუ თქვენ ჩვენთან ურთიერთობთ კომპანიის – იურიდიული პირის სახელით, შესაძლოა მონაცემები ეხებოდეს თქვენი წარმომადგენლის სტატუსს (მაგ. სახელი, პოზიცია, სამუშაო ელფოსტა, სამუშაო ტელეფონი და ა.შ.).
2. პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალობის დაცვის დაპირება
კომპანია იღებს ვალდებულებას, რომ:
- იზრუნებს თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხო და დაცულ შენახვაზე;
- არ გამოიყენებს თქვენს მონაცემებს უკანონოდ ან თქვენთვის მოულოდნელარ ფორმით;
- დაამუშავებს მხოლოდ იმ მოცულობის და შინაარსის ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია განსაზღვრული, ლეგიტიმური მიზნებისთვის;
- თქვენი მოთხოვნის საფუძველზე, არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, მოგაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა მონაცემებს ვამუშავებთ თქვენს შესახებ და რა საფუძვლით.
3. როგორ გიცავთ კანონი და რა უფლებები გაქვთ
თქვენი პერსონალური მონაცემები დაცულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით. აღნიშნული კანონმდებლობის შესაბამისად, თქვენ გაქვთ უფლება:
- გაიგოთ, რა მონაცემები მუშავდება თქვენ შესახებ;
- მოითხოვოთ ინფორმაცია, რა მიზნებისთვის და რა სამართლებრივ საფუძველზე მუშავდება ეს მონაცემები;
- მიიღოთ ინფორმაცია, რა წყაროდან მოვიპოვეთ თქვენი მონაცემები და ვის გადაეცა (ან შეიძლება გადაეცეს) ისინი;
- მოითხოვოთ თქვენი მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება იმ შემთხვევაში, თუ ისინი მცდარია ან აღარ არის განახლებული;
- მოითხოვოთ თქვენი მონაცემების დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, თუ მათი შეგროვება ან დამუშავება ხდება კანონის საწინააღმდეგოდ ან გამუსავებულია მიზნის დაკარგვით;
- ნებისმიერ დროს მოითხოვოთ თქვენი მონაცემების დამუშავების შეწყვეტა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის, თუ ასეთი კომუნიკაცია არსებობს.
ასევე, თქვენ გაქვთ უფლება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე მიმართოთ საქართველოს შესაბამის ზედამხედველ ორგანოს (პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური) და დააფიქსიროთ პრეტენზია, თუ თვლით, რომ თქვენი უფლებები დაირღვა.
4. რა მონაცემებს ვაგროვებთ და რა შემთხვევებში
ჩვენი ვებგვერდი არ ითვალისწინებს მომხმარებლის ანგარიშის შექმნას, ავტორიზაციას, ონლაინ შეკვეთებს ან გადახდების ფუნქციას, შესაბამისად არ ვაგროვებთ:
- მომხმარებლის რეგისტრაციის მონაცემებს (ლოგინი/პაროლი);
- საბანკო ბარათის, ონლაინ გადახდებისა და ფინანსური ტრანზაქციების დეტალებს ვებგვერდის მეშვეობით.
- ანგარიშის მართვის ინფორმაცია.
თუმცა, გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება მოვიპოვოთ შემდეგი ტიპის ინფორმაცია:
ა) იდენტიფიკაციისა და საკონტაქტო ინფორმაცია
ეს მოიცავს:
- თქვენს სახელს და გვარს;
- თქვენს სამუშაო ან პირად ტელეფონის ნომერს;
- ელფოსტის მისამართს;
- ორგანიზაციის სახელწოდებას და თანამდებობას (თუ ამ ინფორმაციას თავად გვაწვდით);
- შეტყობინების ტექსტს, რომელიც თქვენ თავად წერთ საკონტაქტო ფორმაში ან ელფოსტით.
ეს ინფორმაცია გვხვდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თავად გადაწყვეტთ ჩვენსთვის მის მიწოდებას – მაგალითად, კონსულტაციის მოთხოვნისას, კომერციული წინადადების გასაგზავნად, ტექნიკური ინფორმაციის გამოსათხოვად ან თანამშრომლობის ინიციირებისას.
ბ) ავტომატურად შეგროვებული ტექნიკური მონაცემები
ვებგვერდის მუშაობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შეიძლება დამუშავდეს შემდეგი ტექნიკური მონაცემები:
- IP მისამართი;
- ბრაუზერის ტიპი და ვერსია;
- მოწყობილობის ზოგადი ტექნიკური პარამეტრები (ოპერაციული სისტემა, ეკრანის რეზოლუცია და ა.შ.);
- ვებგვერდზე თქვენი სესიის ხანგრძლივობა და ნანახი გვერდები (ანონიმური ანალიტიკის ფორმით).
აღნიშნული ინფორმაცია, როგორც წესი, გამოიყენება ანონიმური სტატისტიკისა და საიტის ოპტიმიზაციის მიზნით და არ არის მიმართული თქვენი, როგორც კონკრეტული პირის იდენტიფიცირებაზე. მისი მნიშვნელოვანი ნაწილი იფარდება ქუქი-ფაილების პოლიტიკით, რომელზეც ცალკე დოკუმენტშია საუბარი.
5. რა მიზნებისთვის ვიყენებთ თქვენს მონაცემებს
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდება მხოლოდ მკაფიო და ლეგიტიმური მიზნებისთვის, მათ შორის:
- თქვენ მიერ გამოგზავნილ კითხვებზე, შეტყობინებებსა და მოთხოვნებზე პასუხის გასაცემად;
- პროდუქციისა და ტექნოლოგიური ხაზების შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაწევად;
- თანამშრომლობამდე მდგარი ან მიმდინარე კომუნიკაციის სამართავად (B2B ურთიერთობები, პარტნიორობა, პროექტები);
- კომპანიის საქმიანობის საინფორმაციო და საორგანიზაციო მენეჯმენტისთვის;
- ვებგვერდის მუშაობის გაუმჯობესებისთვის, ტექნიკური ხარვეზების გამოვლენისა და აღმოფხვრის მიზნით;
ჩვენ თქვენს პერსონალურ მონაცემებს არ ვიყენებთ ონლაინ პლატფორმიდან უშუალო გაყიდვებისთვის ან ავტომატიზირებული პროფილირებისათვის, რომელიც იწვევს თქვენზე სამართლებრივ ან მნიშვნელოვნად უარყოფით შედეგს.
6. სამართლებრივი საფუძვლები
თქვენი მონაცემების დამუშავება შეიძლება ხდებოდეს შემდეგი სამართლებრივი საფუძვლებით:
- თქვენი თანხმობა – როდესაც საკუთარი ნებით გვაწვდით მონაცემებს (მაგ. გვწერთ კონტაქტის ფორმიდან ან ელფოსტით);
- სახელშეკრულებო ან წინასახელშეკრულებო ურთიერთობა – როდესაც გვთხოვთ კომერციულ წინადადებას, ტექნიკურ შეთავაზებას ან უკვე გვაქვს ერთობლივი პროექტი;
- კომპანიის ლეგიტიმური ინტერესი – მაგალითად, კომპანიასთან არსებული ურთიერთობის ადმინისტრირება, მომსახურების გაუმჯობესება, უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
- კანონით დადგენილი ვალდებულება – როდესაც კანონმდებლობა გვავალდებულებს გარკვეული დოკუმენტებისა და ინფორმაციის შენახვას (საბუღალტრო დოკუმენტები, კონტრაქტები და ა.შ.).
7. ვის შეიძლება გადავცეთ თქვენი მონაცემები
კომპანია არ გადასცემს პერსონალურ მონაცემებს მესამე პირებს თქვენი ინფორმირებისა და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს აუცილებელია:
- ვებჰოსტინგისა და IT ინფრასტრუქტურის უზრუნველსაყოფად (ჰოსტინგის პროვაიდერები, სერვერის ადმინისტრატორები);
- ელფოსტისა და კომუნიკაციის სერვისების გამოყენებისას;
- საბუღალტრო და აუდიტორული მომსახურების გამწევი კომპანიებისთვის;
- კონსულტანტებისა და იურისტებისთვის, საჭიროების შემთხვევაში;
კომპანია არ გადასცემს პერსონალურ მონაცემებს მესამე პირებს თქვენი ინფორმირებისა და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ეს აუცილებელია:
8. რამდენ ხანს ვინახავთ თქვენს მონაცემებს
ჩვენ ვახორციელებთ პერსონალური მონაცემების შენახვას მხოლოდ იმ დროის განმავლობაში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად ან კანონით დადგენილი ვადის გასვლამდე.მაგალითად:
- ვებგვერდის კონტაქტის ფორმის საშუალებით ან ელფოსტით მიღებული კომუნიკაცია, როგორც წესი, ინახება გონივრულ ვადაში (მაგ. 3-5 წელი) – პროექტების, კომერციული მოლაპარაკებებისა და ისტორიული ჩანაწერების უზრუნველყოფის მიზნით;
- კონტრაქტებს, ინვოისებსა და საბუღალტრო დოკუმენტაციას ვაცნობიერებთ კანონით განსაზღვრული მინიმალური ვადით.
ჩვენ ვახორციელებთ პერსონალური მონაცემების შენახვას მხოლოდ იმ დროის განმავლობაში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად ან კანონით დადგენილი ვადის გასვლამდე.მაგალითად:
9. უსაფრთხოების ზომები
კომპანია იყენებს სხვადასხვა ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს თქვენი მონაცემების დასაცავად, მათ შორის:
- დაშიფრული არხების გამოყენება (საჭიროების შემთხვევაში);
- შიდა წვდომის პოლიტიკა – მონაცემებზე წვდომა ენიჭებათ მხოლოდ უფლებამოსილ თანამშრომლებს;
- სარეზერვო ასლების პოლიტიკა და სისტემური უსაფრთხოების მონიტორინგი.
- სარეზერვო სისტემები და მონიტორინგი.
კომპანია იყენებს სხვადასხვა ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს თქვენი მონაცემების დასაცავად, მათ შორის:
10. როგორ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ
თუ გაქვთ შეკითხვები, შენიშვნები ან გსურთ გამოიყენოთ ზემოთ ჩამოთვლილი თქვენი უფლებები, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:
შპს ფარმარეა ინდასთრის
საიდენტიფიკაციო კოდი: 405610904
ელ. ფოსტა: industries@farmarea.ge
